среда, 20 апреля 2011 г.



1.       პროექტის სახელწოდება:შიშველთესლოვანები.

2.       პროექტის მთავარი იდეა: თემა:მარად მწვანე მცენარეების განხილვა.
ვინაიდან ჩვენი სკოლის ტერიტორიაზე გვაქვს  ნაკვეთი გადავწყვიტე მოსწავლეებთან ერთად  გავაშენოთ წიწვოვანი მცენარეები. გავაცნოთ  ბავშვებს როგორ უვითარდებათ მათ გირჩები და როგორ გამოყოფენ მცენარეები ეთერზეთებს რომლებსაც ბაქტერიების საწინაღმდეგო მოქმედება ახასიათებს.

3.       პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები ქმნიან კოლაჟ,,წიწვოვანი მცენარეებით“ აგროვებენ სხვადასხვა გირჩებს უკეთებენ წარწერებს და აკეთებენ სტენდს ეცნობიან იმას, რომ ჩვენი რაიონისათვის ნიადაგი არის მიუღებელი წიწვოვანი მცენარეებისათვის და დარგვის შემდეგ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლა პატრონობას. ეს ყველაფერი მოსწავლეებში იწვევს ინტერესს:

4.       პროექტის მიზნები: უკეთ გავაცნოთ ყველა სახის წიწვოვანი მცენარეები და მათი საქხლწოდებები, ძირითადი თვისებები. აგრეთვე გავაცნოთ გარემოს დაცვის საკითხები ეკოლოგიურად თუ მწვანე მცენარეები და რა სარგებლობა მოაქვს წიწვოვან მცენარეებს.

5.       მოსწავლეთა ასაკი: VIIკლასი

6.       ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

7.       მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან წიწვოვან მცენარეებს, დააკვირდებიან მათ ზრდა განვითარებას,თუ საიდან წარმოიშვა მათი სახელწოდებები,დავეხმარები ინტერნეტში მოიძიონ მასალა წელიწადის რომელ დროს ხარობს და ყვავილობს და რამდენ წელში მიაღწევს ყვავილობის პერიოდს.

8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ნერგი, ბარი, თოხი, სეკატორი, დანა და ი.ს.ტ.

9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) მოიძიონ მეტი ინფორმაცია წიწვოვანი მცენარეების ირგვლივ თუ რატომ არის სასარგებლო ნაძვნარში ან ფიჭვნარში ყოფნა, რატომ რგავენ ფიჭვს მეწყერსაშიშ ზონებში მოიძიონ ბიბლიოთეკაში საჭირო ლიტერატურა. მონიტორის მეშვეობით თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია მათი მოძიებული ინფორმაცია.ვისაუბრებ საქართველოში წიწვოვანებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვან მცენარეებზე ელდარისა და ბიჭვინთის ფიჭვევზე, რომლებსაც ენდემური და რელიქტური სახეობებია.გავაცნობ თუ სად არის ისინი გავრცელებული გეოგრაფიული ზონების მიხედვით.დავგეგმავ ექაკურსიას ბორჯომ ხარაგაულის ნაკრძალში სადაც ბავშვებს ვანახებ ყველა მარად მწვანე მცენარეებს დამოვაგროვებთ ყველა სახის გირჩებს.

10.   საგნებთან /საგნობრივ ჯგუფეფთან/ ეროვნული სასწავლოგეგმასთან კავშირი: სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლე იღრმავებს შემეცნებისათვის საჭირო უნარ–ჩვევებს,მოსწავლე იწყებს შემოქმედებითად აზროვნებას,ცდილობს სამყაროში ადამიანის ადგილისა და მნიშვნელობის განსაზღვრას.

11.   პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ირმა სტურუა

12.   ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:i.sturua2010@gmail.com

13.   პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი:i.sturua.blogspot.com